ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კონფერენციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდა.

„ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასასვლელად, უკვე არსებული ეკონომიკური სისტემის რამდენიმე კომპონენტი ერთდროულად უნდა შეიცვალოს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა დონის სამთავრობო უწყებამ, ბიზნესსექტორმა, აკადემიურმა სფერომ, ინვესტორებმა და მომხმარებლებმა ამ პროცესში მკაფიო როლი ითამაშონ და ხელი შეუწყონ სისტემის დანერგვას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, ცირკულარული ეკონომიკის მიდგომების გამოყენება ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული ნარჩენების შეკვეცას, საშიში ნივთიერებების წარმოებისა და მათი ზემოქმედების შემცირებას და კლიმატური ცვლილებების შერბილებას.

ცირკულარული ეკონომიკა არის ისეთი ეკონომიკური სისტემა, სადაც ბუნებრივი რესურსების მოხმარება ხდება ეფექტიანად, მასალებისა და პროდუქციის ღირებულება შენარჩუნებულია მათი წრებრუნვით მოხმარების გზით, ხოლო ეკონომიკური საქმიანობის მავნე ზემოქმედება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შემცირებულია.

კონფერენციას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, შვედეთის ელჩი საქართველოში ერიკ ილესი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის საბჭოს წევრი დარიუშ ედვარდ პრასეკი და სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა