გიორგი ვაშაძე - შეიძლება შეასრულოთ ხელისუფლების დავალებები, მაგრამ ერთი რამ იცოდეთ - ძალადობას ნუ ჩაიდენთ, ახალგაზრდებს ნუ გადაუვლით

შეიძლება შეასრულოთ ხელისუფლების დავალებები, მაგრამ ერთი რამ იცოდეთ - ძალადობას ნუ ჩაიდენთ, ახალგაზრდებს ფეხს ნუ დაადგამთ და ნუ გადაუვლით, - ასე ეხმაურება „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ მიერ, 14 დეკემბერს, თბილისში დაანონსებულ აქციას.

როგორც ვაშაძემ, ქუთაისში, ოპოზიციის ლიდერების მიერ დაგეგმილი მსვლელობის დროს განაცხადა, იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც 14 დეკემბრის აქციაზე არ მივლენ, სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან და ამიტომ ასრულებენ ხელისუფლების დავალებებს.

„მესმის, რომ აიძულებენ და იძულებით ჩაჰყავთ ისინი, რადგან სამსახურიდან გაუშვებენ. მე მინდა მივმართო, ხალხო, ნუ გეშინიათ, არავინ გაგიშვებთ სამსახურიდან. შეიძლება შეასრულოთ მათი დავალებები, მაგრამ ერთი რამე იცოდეთ, ძალადობას ნუ ჩაიდენთ, ისევე როგორც ქუთაისში, მერიის თანამშრომლებმა ისტორიულ-კულტურული ძეგლი დააზიანეს. ამას ნუ იზამთ, ახალგაზრდებს ფეხს ნუ დაადგამთ და ნუ გადაუვლით“, - განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა