„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი - აქციაზე ქუთაისელი ალბათ, 20-30 ადამიანი იქნებოდა, მეტი - არა, ბაბუაჩემის გასვენებაზე უფრო მეტი ადამიანი იყო შეკრებილი

„ბაბუაჩემის გასვენებაზე უფრო მეტი ადამიანი იყო შეკრებილი“, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა ქუთაისში ოპოზიციის მიმდინარე აქცია.

„ქართული ოცნების“ წევრები ოფისთან იყვნენ შეკრებილები და ოპოზიციონერი ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების მსვლელობას აკვირდებოდნენ.

კითხვაზე, რატომ არიან „ოცნების“ აქტივისტები მობილიზებულები, მათ ჟურნალისტებს უპასუხეს, რომ „საკუთარ ოჯახში“ არიან და „პარადს“ იბარებენ.

„როცა არ უნდა მოხვიდეთ, თითქმის სულ ოფისში ვართ. ყველანარად ვემიჯნებით ძალადობას. დღეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, უბრალოდ, გამოვედით, ვაკვირდებოდით რამდენი იქნებოდნენ, დაგვაინტერესა. აქ ქუთაისელი იქნებოდა ალბათ 20-30 ადამიანი, მეტი - არა. დანარჩენი ჰყავთ რეგიონებიდან ჩამოყვანილი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა