მიხეილ ჩხენკელი - განათლების საერთაშორისო ცენტრი ჭეშმარიტად ინტელექტუალური ოქროს ფონდია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა. ღონისძიებას ასევე ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ცენტრის დირექტორმა, ნინო ჭელიძემ, საზოგადოებას მიმდინარე და ახალი სასტიპენდიო სქემების, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის შესახებ შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა და ცენტრის საქმიანობის ახალ პერსპექტივებზე ისაუბრა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას, ცენტრის საქმიანობა დადებითად შეაფასა. მინისტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში მიიღონ განათლება. მიხეილ ჩხენკელმა ჩართულობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებსაც ცენტრის წარმატებასა და ქვეყნის ადამიანური რესურსის განვითარებაში უზარმაზარი წვლილი შეაქვთ.

„როდესაც გაჩნდა განათლების საერთაშორისო ცენტრის ჩამოყალიბების იდეა, აქტიურად ვიყავი ჩართული და მოხარული ვარ, რომ ეს ცენტრი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებული მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის დროსაც შეიქმნა ეს ცენტრი, მადლობა მაია ცქიტიშვილს, რომელიც დიდ მზრუნველობას იჩენს ამ ცენტრის მიმართ. უდიდესი მადლობა ქალბატონ ნინო ჭელიძეს და ცენტრის თითოეულ თანამშრომელს. ეს არის უზარმაზარი შრომა და პასუხისმგებლობა. განათლების საერთაშორისო ცენტრი ჭეშმარიტად ინტელექტუალური ოქროს ფონდია.

ცენტრის ბენეფიციართა ჩართულობა საგანმანთლებლო სისტემაში არის და იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. თითოეულ სტიპენდიანტს მოგეცათ შესაძლებლობა, გესწავლათ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და, ამასთანავე, მიგეღოთ ამ უნივერსიტეტებში აკადემიური ცხოვრების გამოცდილებაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. თქვენი გამოცდილება ჩვენი უნივერსიტეტებისთვის საჭირო და აუცილებელია“, - განაცხადა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

სამინისტროს ცნობით, განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2019 წელს 170 გამარჯვებული გამოავლინა და ჯამურად, 6 წლის განმავლობაში, 850-ზე მეტი სტიპენდია გასცა. მიმდინარე წელს ბენეფიციართა საზღვარგარეთ სწავლა სახელმწიფომ 7 332 391 ლარით დააფინანსა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა