ანონსი 7 დეკემბერი

7 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, კომპანია ,,ავერსი ფარმას“ ტერიტორიაზე გამწვანების აქციას ჩაატარებს.

7 დეკემბერს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ნუგზარ წიკლაურის პრესკონფერენცია გაიმართება.

7 დეკემბერს, 11:00 საათზე, დმანისში, ალეკო ელისაშვილის "სამოქალაქო მოძრაობა" კამპანიის "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები" ფარგლებში, წალკისა და დმანისის მაჟორიტარ დეპუტატს კახა ოქრიაშვილს ამხელს.

მის: დმანისი, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია

საკონტაქტო: 599 854722

7 დეკემბერს, 11:30 საათზე, რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს ლაშა ჩხარტიშვილს გაათავისუფლებენ. ადგილზე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერები „ლობიო პერფომანსის“ გამართვას გეგმავენ.

საკონტაქტო: 557926226

7 დეკემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 11 პირის პროცესი გაიმართება.

7 დეკემბერს, 12:00 საათზე, ,,ახალი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი თეონა ჭალიძე პრესკონფერენციას გამართავს

თემა: ბიუჯეტის ფულით 20%-ით ძვირად შეძენილი მედიკამენტები.

მის: ზ.ავალიშვილის 8

საკონტაქტო: 555 602 634 ირაკლი გაბისონია

7 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი შოკოლადის ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებს საახალწლო ორცხობილების შოკოლადით მოხატვის შესაძლებლობა ექნებათ. გარდა ამისა, ფესტივალზე საახალწლო განწყობას მთელი დღის განმავლობაში სანტა, გრინჩი, ფიფქია, ელფი, ცოცხალი მუსიკა და ნაძვის ხე შექმნის.

7 დეკემბერს, 13:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, მოქალაქეთა საინიციტივო ჯგუფის ორგანიზებით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.

საკონტაქტო: ლაშა მესხი 598544944

7 დეკემბერს, 13:00 საათზე, ახალქალაქის #3 საჯარო სკოლაში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, ევროკავშირი საქართველოში (ENPARD) პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტის ერთობლივი ძალისხმევით, გლობალური კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ფარგლებში ღონისძიება გაიმართება.

7 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო ჩართულობის მასტერკლასები გაიმართება.

მის: სასტუმრო „ბეტსი“, მაყაშვილის ქ. 32-34

საკონტაქტო : მარიამ გერსამია 577 17 11 07

7 დეკემბერს, 15:00 საათზე, ზუგდიდში, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ფიქრია ჩიხრაძე და დავით უსუფაშვილი მოსახლეობას შეხვდებიან. საზოგადოებასთან შეხვედრაზე „ლელოს" ახალი პლატფორმის ლიდერები რეგიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრებენ და,,ლელოს’’ სამომავლო გეგმებს გააცნობენ.

მის: კომბინატის დასახლება (კულტურის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)

საკონტაქტო ნომერი: 577403734

7 დეკემბერს, 19:30 საათზე, კინოთეატრ "ამირანში" თბილისის მე-20 საიუბილეო საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვა და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

7 დეკემბერს, 20:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ევროკავშირის პრიზი “ადამიანის უფლებები კინოში 2019” გაიცემა. ფესტივალზე მონაწილე ფილმებიდან, ადამიანის უფლებების თემაზე შვიდი ფილმია ნომინირებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს