პარიზში, მარსელ დასოს სასახლეში ქართველ ვირტუოზების გალა კონცერტი გაიმართა

პარიზში, მარსელ დასოს სასახლეში, შანზელიზეზე საერთაშორისო ფონდ SOS Talents - ის საშობაო გალა კონცერტი გაიმართა, სადაც მონაწილოება მიიღო სხვადასხვა ქვეყნიდან ფონდის რვა სტიპენდიანტმა. გალა კონცერტში ცნობილი ქართველი პიანისტის - ელისო ბოლქვაძის ინიციატივით და ხელშეწყობით, 4 ახალგაზრდა ქართველი ნიჭიერი მუსიკოსი მონაწილეობდა: ილია ლომთათიძე, ბარბარე თათარაძე, ბარბარე ჩხაიძე და 10 წლის ლიზა მეგრელიშვილი ქუთაისიდან, რომელიც კონცერტის ყველაზე ახალგაზრდა ტალანტია.

საღამო ტრადიცულად მარსელ დასოს ოჯახის და დასოს საავიაციო ინდუსტრიული კომპანიის მხარდაჭერით გაიმართა. წელს კი კონცერტი მიეძღვნა ქალბატონი Nicole Dassault-ს ხსოვნას. მოწვეული საზოგადოების წინაშე წარსდგნენ სხვადასხვა ეროვნების ნორჩი და უკვე სახელგანთქმული ვირტუოზი პიანისტები, რომლებიც ფონდ “SOS Talents” -ის ლაურეტები არიან.

ყოველ წელს შანზელიზეს მე-19 საუკუნის სასახლე და მისი მფლობელი მეცენატების ოჯახი - ექსკლუზიურად ფონდის ტალანტების გალა კონცერტს მასპინძლობს. ფონდი SOS Talents-ს 2000 წელს საერთაშორისო ცნობილმა ფრანგმა მუსიკოსმა და მეთოდოლოგმა - მიშელ სონიმ დაარსა. ფონდის ძირითადი მიზანია, ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების ხელშეწყობა და მათი საერთაშორისო სცენაზე წარმოჩენა.

საქართველოდან ფონდისთვის მუსიკალური ტალანტების აღმოჩენა პიანისტის და იუნესკოს პირველი ქართველი არტისტის - ელისო ბოლქვაძის ძალისხმევით ხდება.

ბევრმა ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა სწორედ ამ ფონდის დახმარებით გაიკვალა გზა საერთაშორისო სცენისკენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა