გიგი წერეთელმა ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვს  რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა ბრატისლავაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 26-ე სხდომაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

„აქ იმყოფება მინისტრი სერგეი ლავროვი და მინდა შევახსენო და იმედი გამოვთქვა, რომ რუსეთი შეასრულებს თავის ნაკისრ ვალდებულებებს! მაგალითად, საქართველოში, სადაც ახალგორის რაიონში სიტუაცია ადვილად შეიძლება გადაიზარდოს ჰუმანიტარულ კატასტროფაში „ბორდერიზაციის“, ბლოკადების და ისეთი ინციდენტები გამო როგორიც, ცნობილი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებაა. ეს სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს და ეუთოს პრინციპებს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ეუთოს მინისტერიალზე, სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის წევრმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა და ორგანიზაციის 57 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

მისი განცხადებით, კონფლიქტების მოსაგვარებლად აუცილებელია პოლიტიკურმა ლიდერებმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ეუთო-ს ვალდებულებები შეასრულონ და თუ დღეს ვერ მოხერხდა დაძაბული და კონფლიქტური კერების განეიტრალება, მაშინ ძნელი იქნება იმის განსაზღვრა, თუ რა კრიზისები ელოდება მსოფლიოს მომავალი 30 წლის შემდეგ.

„ჩვენ ბოლო დროს ვიხილეთ გარკვეული მიღწევები აღმოსავლეთ უკრაინის მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით, სადაც „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ყველაზე ცხარე კონფლიქტმა მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დააყენა ევროპის უსაფრთხოება და გამოიწვია დესტრუქცია, მსხვერპლი და უამრავი პრობლემა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის. აღნიშნული ქმედებები ვერ გამოასწორებს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევებს თუმცა, რჩება იმედი იმისა, რომ ჩვენ ჯერ ისევ შეგვიძლია მივაღწიოთ პროგრესსა და განვითარებას ეუთოს დახმარებით, თუკი ამის ნება ექნებათ პოლიტიკურ ლიდერებს,“- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის პირველ დიპლომატებთან და დელეგაციებთან. მათ შორის აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე, ფილიპ რეეკერთან, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან საგარეო საკითხებში ჯოსეფ ბორელთან, თურქეთის, მოლდოვის, აზერბაიჯანის, ლუქსემბურგის, ალბანეთის მინისტრებთან, ასევე ეუთოს ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან. გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების, დემოკრატიის განვითარების, საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების და სხვა საერთაშორისო პრიორიტეტების გარდა, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში ოკუპაციის პრობლემებსა და არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა