ჩხოროწყუში გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

ჩხოროწყუში, მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დაკმაყოფილდა. პროცესი მედიისთვის დახურული იყო.

სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა სოსო ჯალაღონიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს და მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მისივე თქმით, ბრალდების მხარეს უნდა დაესაბუთებინა პატიმრობის მიზანშეწონილობა, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა.

საქმესთან დაკავშირებით სხვა დეტალებზე არ უსაბრია არც ბრალდებულის და არც დაზარალებულის უფლებადამცველებს.

მამაკაცს, რომელიც პოლიციელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ჯანო ჭკადუა იცავს. ჩხოროწყუში პოლიციელი მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით, დააკავეს. ფაქტზე გამოძიება 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა