ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მოსკოვს 2006 წელს რუსეთიდან საქართველოში დეპორტირებულთა საქმეზე კომპენსაციის დაუყოვნებლივი გადახდისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მოსკოვს 2006 წელს რუსეთიდან საქართველოში დეპორტირებულთა საქმეზე კომპენსაციის დაუყოვნებლივი გადახდისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

საქართველოს მოთხოვნით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2019 წლის 3-5 დეკემბერს დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი კიდევ ერთხელ შეაფასა, რის შემდეგაც ისინი რუსეთს კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდისკენ მოუწოდებენ, რომელიც რუსეთს ჯერ კიდევ 2019 წლის აპრილის ბოლომდე უნდა გადაეხადა.

მინისტრთა კომიტეტმა შეშფოთება გამოხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებისა, დაკისრებული თანხა ამ დრომდე არ გადაუხდით.

მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ კომპენსაციიის თანხის გადაუხდელობა კონვენციის 46-ე მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებებს უგულებელყოფს.

მინისტრთა კომიტეტმა მომავალი დებატები 2020 წლის მარტში ჩანიშნა.

აღსანიშნავია, რომ დეპორტირებულების საქმეზე მინისტრთა კომიტეტმა პირველი გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 23-25 სექტემბერს მიიღო, რის შემდეგაც მან რუსეთს კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის გადახდისკენ მოუწოდა. გადაწყვეტლების მიხედვით, ეს თანხა 2006 წელს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში დეპორტირებულ 1 500 პირზე უნდა გადანაწილდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა