დონალდ ტრამპი - რატომ სესხულობს მსოფლიო ბანკი ჩინეთს ფულს? მას ისედაც ბევრი ფული აქვს, შეწყვიტეთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიო ბანკს მოუწოდებს, ჩინეთს სესხის მიცემა შეუწყვიტოს,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

„რატომ სესხულობს მსოფლიო ბანკი ჩინეთს ფულს? ჩინეთს ისედაც ბევრი ფული აქვს, შეწყვიტეთ,“- წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

მსოფლიო ბანკმა ხუთშაბათს ჩინეთის დახმარების გეგმა მიიღო, რომელიც 2025 წლის ჩათვლით ყოველწლიურად 1-დან 1,5 მილიარდ აშშ დოლარამდე ოდენობის დაბალ პროცენტიანი სესხის გაცემას ითვალისწინებს. გეგმის მიხედვით, მსოფლიო ბანკი ჩინეთს წინა 5-წლიანი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ 1,8 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას უმცირებს.

მსოფლიო ბანკი ჩინეთისთვის სესხის შემცირების მიზეზს განმარტავს და აღნიშნავს, რომ მომავალში ის კიდევ ნაკლები სესხის გამოყოფას აპირებს.

„ჩვენს მოწილეებთან, მათ შორის აშშ-სთან შეთანხმების საფუძველზე, მსოფლიო ბანკმა ჩინეთს სესხი მკვეთრად შეუმცირა და ეს შემცირება მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან როდესაც ქვეყნები მდიდრდებიან, ჩვენ მათ დაფინანსებას ვუწყვეტთ,“ - ნათქვამია მსოფლიო ბანკის განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა