კახა კალაძე - თუ ოპოზიციასთან დამატებითი შეხვედრის აუცილებლობაა, მე პრობლემას ვერ ვხედავ

„თუ არის კიდევ რაიმე სხვა დამატებითი შეხვედრის აუცილებლობა, მე პრობლემას ვერ ვხედავ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციასთან დიალოგის გამართვის შესაძლებლობაზე. კალაძის განცხადებით, დიალოგი პრობლემა არ არის.

„დიალოგი არ არის პრობლემა. შეხვედრა უკვე იყო, რომელსაც ოპოზიციის ლიდერები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. იქ კიდევ ერთხელ გაკეთდა ახსნა-განმარტებები, რომ ე.წ. გერმანული მოდელის განხორციელება საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე შეუძლებელია. თუ არის კიდევ რაიმე სხვა დამატებითი შეხვედრის აუცილებლობა, მე პრობლემას ვერ ვხედავ“, - განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა