კახა ოქრიაშვილი - დმანისში  „სამოქალაქო მოძრაობის“ კამპანიის საპასუხო დახვედრის ფორმაც და ბანერების შინაარსიც ჩემი ინიციატივაა

დმანისში „სამოქალაქო მოძრაობის“ კამპანიის საპასუხო დახვედრის ფორმაცა და ბანერების შინაარსიც გახლავთ ჩემი ინიციატივა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის კამპანიის „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები" საპასუხოდ დმანისში ბანერების განთავსებას. ოქრიაშვილის განცხადებით, ბანერების განთავსებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი მის მიერაა გაღებული.

„კეთილი იყოს ოპოზიციისა და არამარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში“, - ამ შინაარსის ბანერებით ვხვდებით ე.წ. მხილების კამპანიის მონაწილეებს სტუმართმოყვარე დმანისში.

ჩვენს მუნიციპალიტეტში საპასუხო „სტუმართმოყვარე კამპანიის“ ფორმაცა და ბანერების შინაარსიც გახლავთ ჩემი ინიციატივა. შესაბამისად, ამ ინიციატივასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი პირადად ჩემ მიერ არის გაღებული,“- განაცხადა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, კამპანიის "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები" ფარგლებში, დმანისში ჩასულ ალეკო ელისაშვილსა და „სამოქალაქო მოძრაობის“ სხვა წევრებს დმანისის შესასვლელში, დმანისისა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა ბანერი წარწერით - "სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში! კახაბერ ოქრიაშვილი" დაახვედრა.

ასევე პლაკატები წარწერით - "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ალეკო " დახვდა ელისაშვილს დმანისის ბაზარში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა