ადვოკატი - არანაირ არალეგიტიმურ ფოტოზე საუბარი არ არის, ამიტომ ეჭვიც ვერ გაუჩნდებოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პედაგოგს, რომ რაიმე უკანონობასთან შესაძლოა ყოფილიყო კავშირი

არანაირ არალეგიტიმურ ფოტოზე საუბარი არ არის, ამიტომ ეჭვიც ვერ გაუჩნდებოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პედაგოგს, რომ რაიმე უკანონობასთან შესაძლოა ყოფილიყო კავშირი“,- ამის შესახებ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, პედაგოგის ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, პედაგოგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ამ საქმეში მონაწილეობა მიიღო.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არათუ ორგანიზება, არამედ ამ საკითხში მონაწილეობაც არ მიუღია. ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და უფრო მეტიც, არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს იმის, რომ ამ ადამიანმა რაიმე კუთხით ამ საქმეში მონაწილეობა მიიღო. მთავარი კიდევ ერთი საკითხია. ბრალდების დადგენილების თანახმად, ამ ადამიანს არათუ ორგანიზატორობას ედავებიან, ის არის დამხმარე და დამხმარე ჩვენი მოქმედი კანონმდებლობით, ყველაზე მინიმალური დოზის შემცველი ფიგურანტია საქმეში, რომელმაც რაღაც ერთი მოქმედება განახორციელა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ადამიანს მხოლოდ იმას ედავებიან, რომ მან, როგორც პედაგოგმა, მისი ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი ამერიკის მოქალაქეს გააცნო. ამით დაიწყო და დამთავრდა ამ ქალბატონის ამ საქმეში მონაწილეობა“,- განაცხადა ნოდარ ცინცაძემ.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, არალეგიტიმურ ფოტოებზე საუბარი არ ყოფილა.

„მთელი სოფლისთვის ცნობილი იყო, რომ ამერიკის მოქალაქე პროფესიონალი ფოტოგრაფი იყო და გააცნო იმისთვის, რომ ამ ბავშვისთვის ფოტო გადაეღო. არსად არ იყო საუბარი იმაზე, რომ ფოტო არალეგიტიმური იქნებოდა. ამის დასტურია ერთი რამ, თვით ბრალდების მხარის მიერ ამოღებულია ამერიკელ ფოტოგრაფსა და ამ ქალბატონს შორის „ფეისბუქ“ მიმოწერა. ამერიკის მოქალაქე ამ ქალბატონს უგზავნის ბავშვის ფოტოსურათს და ეუბნება, რომ კარგი ფოტო გამოვიდა და კარგი ბავშვი არის. ეს ფოტო გადაღებულია მინდორში და ფოტოში ბავშვს მისი ასაკისთვის გაცილებით გრძელი კაბა აცვია, შესაბამისად, არანაირ არალეგიტიმურ ფოტოზე საუბარი არ არის. აქედან გამომდინარე, ეჭვიც ვერ გაუჩნდებოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პედაგოგს, რომ რაიმე უკანონობასთან შესაძლოა ყოფილიყო კავშირი“,-აღნიშნა ნოდარ ცინცაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაკავებული 11 პირიდან ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, დანარჩენი კი არასრულწლოვანთა მშობლები არიან. ამავე საქმეზე სამართალდამცავებმა რამდენიმე თვის წინ, კიდევ 11 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. გამოძიებისვე ინფორმაციით, მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა