ზუგდიდის მერი და მისი მოადგილე ვიზიტით იტალიაში იმყოფებიან

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით, იტალიის ქალაქ კასოლა დი ნაპოლიში იმყოფება. ის ქალაქის მერმა კონსტანტინო პეჩერილომ და ვიცე-მერმა მარია დი ლორენცომ მიიწვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

ზუგდიდის მერიის ცნობით, მხარეებმა ქალაქებს შორის დამეგობრების საკითხი განიხილეს, იმსჯელეს ისეთ საკითხებზე როგორიცაა: სამომავლო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები, ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების შემუშავება და ადგილობრივ დონეზე ეკონომიკური წყაროების ხელშეწყობა.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია ევროპული ქალაქების გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მიმართულებით, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და სხვადასხვა სფეროში წარმატებული პრაქტიკის გაზიარება“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც ვიზიტის კოორდინატორი გაგა შოთაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი დავით შამათავა, ა(ა) ი პ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის დირექტორი ზვიად ქარჩავა შედიან, კასოლა დი ნაპოლიში, მცირე საწარმოები და საგანმანათლებლო დაწესებულები დაათვალიერა.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, მხარეების შეთანხმებით 2020 წლის მაისის თვეში ქალაქებს შორის დამეგობრების მემორანდუმს მოეწერება ხელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა