ნათია თურნავამ და ირაკლი ღარიბაშვილმა “თბილავიამშენის”, „თამ მენეჯმენტის“ და „დელტას“ საწარმოები დაათვალიერეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, “თბილავიამშენის”, „თამ მენეჯმენტისა“ და „დელტას“ საწარმოები დაათვალიერა. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრები აღნიშნული საწარმოების მიერ წარმოებულ პროდუქციას გაეცნენ, რომელთა ნაწილი, მათ შორის „დელტას“ მიერ წარმოებული სამხედრო ტექნიკა ექსპორტზე გადის.

„დელტას“ შემდეგ ნათია თურნავა “თამ მენეჯმენტის“ საწარმოს ეწვია.

„თამ მენჯემენტის“ საქმიანობისა და მომავალი გეგმების შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და თავდაცვის მინისტრებს თავად საწარმოს ხელმძღვანელმა პანტიკო თორდიამ გააცნო.

ნათია თურნავას თქმის, საავიაციო ტექნიკის წარმოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია და აქვს პოტენციალი, რომ უფრო მეტად განვითარდეს, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, დანერგოს მაღალი ტექნოლოგიები და ხარისხიანი წარმოება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა