სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის 6-სიმბოლოიანი სანომრე ნიშნები ძალაში 2020 წლის 1 სექტემბრამდეა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის 6-სიმბოლოიანი სანომრე ნიშნები ძალაში 2020 წლის 1 სექტემბრამდეა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს მომსახურების სააგენტოდან აცნობეს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის 6-სიმბოლოიანი სანომრე ნიშნები ძალაშია 2020 წლის 1 სექტემბრამდე და მისი შეცვლა სავალდებულოა შემდეგ შემთხვევებში: დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის აღდგენისას; სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში.

ამასთან, იმ პირებისთვის, ვინც ფლობს ძველი ნიმუშის ფასიან სანომრე ნიშნებს, მათი არსებული დიზაინის სანომრე ნიშნით შეცვლა მოქმედების ვადის ამოწურვამდე სავალდებულო არ არის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, სადაც მითითებულია მომსახურების სააგენტოს მისამართი და სამუშაო საათები.

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო - ტელ: 032 2 41-91-91; მის: თბილისი - წითელი ხიდის გზატკეცილი 21-ე კილომეტრი.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალი მუშაობს 09:30 სთ-დან 17:00 სთ-მდე.

შაბათი: რუსთავის ცენტრალური ფილიალი მუშაობს: 09:30 სთ-დან 16:00 სთ-მდე. თბილისის ფილიალი მუშაობს 10:00 სთ -დან 16 სთ-მდე.

კვირა: მუშაობს მხოლოდ რუსთავის ცენტრალური ფილიალი 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა