ილია ჭავჭავაძის ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო ჩართულობის მასტერკლასები რეგიონების შემდეგ თბილისში გაიმართა

სამოქალაქო ჩართულობის ინოვაციური პროექტის „საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ ფარგლებში, თბილისში მასტერკლასი ჩატარდა.

მასტერკლასს გაუძღვნენ ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, იურისტი და პუბლიცისტი ზაზა ბიბილაშვილი; ცენტრის დირექტორი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე; IRI-ის საქართველოს ბიუროს დირექტორი ჯონ დიპირო; მედიაფსიქოლოგი, პროფესორი მარიამ გერსამია; ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გია ნოდია, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი სანდრო ბიბილაშვილი და განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია.

ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებლის ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, მასტერკლასი ორი დღე გაგრძელდება და მისი მიზანია პოლიტიკური და სამოქალაქო განათლების ამაღლება.

“აქ შეკრებილი საზოგადოება საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ არიან სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები. ჭავჭავაძის ცენტრი გახლავთ ევროპული პოლიტიკური ფონდების ანალოგიით შექმნილი პირველი ორგანიზაცია საქართველოში. ჩვენი დღევანდელი შეკრება შეეხება ზოგადად პოლიტიკურ და სამოქალაქო განათლებას და იმ საჭირბოროტო საკითხების გამოკვეთას, რომელიც ჩვენ წინაშე დგას”, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ამასთან, IRI-ის საქართველოს ბიუროს დირექტორმა ჯონ დიპირომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის და ასევე, მნიშვნელივანია საქართველოს მშენებლობისთვის ასეთი ჯგუფების ხელშეწყობა.

სამოქალაქო ჩართულობის პროექტი ხორციელდება ეტაპობრივად, საქართველოს ყველა რეგიონში.

შერჩეული მონაწილეები ესწრებიან ლექციებსა და მასტერკლასებს სხვადასხვა მიმართულებით: საქართველოს თანამედროვე საგარეო პოლიტიკა, აღმოსავლეთ პარტნიორობა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები; რატომ დასავლეთი? - ღირებულებები, ვალდებულებები/პასუხისმგებლობები და ისტორიული პერსპექტივა; გლობალური, რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ცვალებადი გამოწვევები; ევროკავშირი, დემოკრატიული ინსტიტუტები და მდგრადი განვითარება; კანონიერება და მართლწესრიგი - ქართული მართლმსაჯულების ამჟამინდელი მდგომარეობა და მომავალი; ეკონომიკური პოლიტიკა - როგორ წავახალისოთ სწრაფი და სოციალურად პასუხისმგებლობიანი ეკონომიკური ზრდა; მედიაფსიქოლოგია, მედიაწიგნიერება და სამოქალაქო განათლება; კულტურა და იდენტობა; დონორებთან ურთიერთობა; საჯარო გამოსვლები და დებატების ხელოვნება.

მასტერკლასებში მონაწილეობა უფასოა. მასტერკლასის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა