ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონიაზე 29 გამარჯვებული გამოვლინდა

6 დეკემბერს, “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასმა” ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონიას უმასპინძლა, სადაც 380 ნომინანტს შორის 29 გამარჯვებული გამოვლინდა.

ორგანიზატორების ცნობით, 27 განსხვავებულ ნომინაციებში, მათ შორის ახალ ნომინაციაში H2OTEL Water Saving Award” - რომელიც სპეციალურად UNDP-სთან თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა და ჯილდო ამ ნომინაციაში გადაეცა - ჰოსტელ Why me?-ს, სპეციალური ჯილდო ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა გადასცა Spand 4 season in Georgia, და ასევე სპეციალური პრიზი შალვა ხეცურიანისგან - Khetsuriani Trophy-ც გადაეცა Spand 4 season in Georgia-ს.

საუკეთესო ტრადიციული ქართული რესტორანი - “ეთნოწისქვილი”

  1. კონცეპტუალური სასტუმრო – “მოქს თბილისი”
  2. კონცეპტუალური სასტუმრო – Glamping Georgia
  3. THE BEST VALUE - სტანდარტული ტიპის სასტუმრო – “ქორთიარდ თბილისი”
  4. THE BEST VALUE – პრემიუმ სასტუმრო – “სასტუმრო თბილისი მარიოტი”
  5. THE BEST VALUE – დაბალბიუჯეტიანი სასტუმრო – “პუშკინი 10”
  6. საუკეთესო მცირე მეღვინეობა – “ბაიასღვინო”
  7. საუკეთესო “4 სეზონის” სასტუმრო მთაში – “ბორჯომი ლიკანი”
  8. საუკეთესო ზღვისპირა სასტუმრო – “სასტუმრო შერატონ ბათუმი”
  9. საუკეთესო ფესტივალი ან ღონისძიება – “თბილისი ოფენ ეარი”
  10. საუკეთესო MICE ტურიზმი – “ლოპოტა სპა რეზორტი”
  11. საუკეთესო ღვინის ტურიზმი– “შატო მუხრანი”
  12. საუკეთესო ღვინის ტურიზმი– “მეღვინეობახარება”
  13. საუკეთესო საერთაშორისო ქსელის სასტუმრო – "რადისონ ქოლექშენ, წინანდალის მამული”
  14. კონცეპტუალური კაფე/რესტორანი – “პური გულიანი”
  15. საუკეთესო სათხილამურო კურორტი– “სასტუმრო გუდაური ლოფტი”
  16. საუკეთესო შემომყვანი ტუროპერატორი -
  17. საუკეთესო სათავგადასავლო ტურიზმი – MOUNTAIN FREAKS MOUNTAIN TRAVEL & ADVENTURE AGENCY
  18. წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო სეგმენტში – “ბესთუეს თერნ ბარნოვი”
  19. საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში – ქეთი მიქაშავიძე
  20. მე ვქმნი - ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდი ტურიზმის ინდუსტრიაში – “სასტუმრო ჯორჯიან პალასი ქობულეთი”
  21. სოფლის ტურიზმი – "ღვინის ეზო N1”
  22. საუკეთესო ავიაკომპანია – “ლუფთანზა"
  23. საუკეთესო ნიშური ტურიზმი – “თრეილ სენდვაინს”
  24. პასუხისმგებლიანი ტურიზმი – “მარიოტის სასტუმროები თბილისი”
  25. ტრადიციული რეწვა – White Studio
  26. H2OTEL - წყლის მდგრადი მართვა - ჰოსტელი “ვაიმი”
  27. სპეციალური პრიზი შალვა ხეცურიანისგან - Khetsuriani Trophy - Spand 4 season in Georgia
  28. სპეციალური ჯილდო ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის - Spand 4 season in Georgia

ღონისძიებას 700-მდე სტუმარი ესწრებო, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, თბილისის მერის მოადგილე, სოფო ხუნწარია, მთავრობის წარმომადგენლები, პროექტის ნომინანტები, ბიზნეს სექტორი და საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.

„წლევანდელი ცერემონიის ფორმატი წინა წლებისგან განსხვავებული იყო, ორგანიზატორებმა ნამდვილი საიუბილეო საღამო მოაწყვეს, გალა-ვახშმით, ინტერაქტიული პროგრამით, საზეიმო ტორტის გაჭრით და სხვა მრავალი სიურპრიზით.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 2015 წლიდან ტარდება საქართველოში და წარმატებით დაიმკვიდრა თავი როგორც სანდო, უნიკალურმა ფლატფორმამ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს განვითარებაში და რომლის ნომინატთა და გამარჯვებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდბება.

უკვე მეხუთე წელია პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და მეოთხე წელია საქართველოს ბანკის თანაორგანიზებით იმართებადა. პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია და დაცული ტერიტორიების სააგენტო. გენერალური სპონსორი - ალიანს ჯგუფი. დამოუკიდებელი აუდიტორი - ბიდიო საქართველო”, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა