ანონსი  8 დეკემბერი

8 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ „დებატების ევროპული სკოლის დახურვა" გაიმართება. დახურურვის ღონისძიებას დაესწრებიან: გიგი უგულავა,დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია და ექსპერტები.

8 დეკემბერს, 12:00-18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი შოკოლადის ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება, როგორც საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადის მრავალფეროვნება, ასევე, სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადები, ადგილზე მომზადებული ცხელი შოკოლადი, ბელგიური შოკოლადიანი ვაფლები და საახალწლო ხელნაკეთი ნივთები.

8 დეკემბერს, 12:00 საათზე, ბათუმშიმ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ფიქრია ჩიხრაძე მოსახლეობას შეხვდებიან. შეხვედრაზე ,,ლელოს" ახალი პლატფორმის ლიდერები რეგიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრებენ და ადგილობრივებს ,,ლელოს" სამომავლო გეგმებს გააცნობენ.

მის: ბათუმი, მ.აბაშიძის გამ. #33, Wyndham Batumi Grand hotel

საკონტაქტო ნომერი: 577403734

8 დეკემბერს, 13:00 საათზე, თბილისის მერიასთან არსებული პრობლემების გამო ანა დოლიძე დევნილი მოსახლეობის თხოვნით შეხვედრას გამართავს.

მის: ავლაბარი, ბადიაურის N25

საკონტაქტო: 599 437 403

8 დეკემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ევროპარლამენტარების შეხვედრა გაიმართება.

8 დეკემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო „ბოლტმორში“ ევროკავშირის ელჩის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით „გამარჯვებული საქართველოს“ გენერალური მდივანი კოტე კემულარია და პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ანა რეხვიაშვილი ევროპარლამენტის წევრს, „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის თანათავჯდომარეს ანდრიუს კუბილიუს შეხვდება.

თემა: ირაკლი ოქრუაშვილის და 20-21 ივნისის მიტინგის სხვა მონაწილეების უკანონო პატიმრობა.

8 დეკემბერს, 17:30 საათზე, „ფაბრიკას“ საკონფერენციო დარბაზში,ჰაკათონის Impact Hub Tbilisi-ის ორგანიზებით, გაიმართება Garage48-ის დასკვნითი ღონისძიება, სადაც მონაწილეები წარადგნენ ინოვაციურ იდეებსა და პროექტებს.

8 დეკემბერს, 18:00 საათზე, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით, სასტუმრო „შერატონში“ მეორე შეხვედრას გამართავენ. განხილვის მთავარი საკითხი კვლავ საარჩევნო სისტემა იქნება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს