ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სანაპირო ზოლზე უკვე დასრულდა განათების სამუშაოების წარმოება. ობიექტზე პირველი ეტაპის სამუშაოების განხორციელება მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება.

სანაპირო ზოლის მიმდებარედ 2-კილომეტრიანი გზის საფარის მოასფალტების სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მერთან გოჩა კურდღელიასთან ერთად გაეცნო.

პროექტის მეორე ეტაპი ჯებირის რეაბილიტაციას, სასეირნო ბილიკების, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, ვეტერანთა სახლის, სპორტული და საბავშვო მოედნების მოწყობას, ასევე კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს - განმარტეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

კუნძულის სანაპირო ზოლის და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონ 122 ათასი ლარით ფინანსდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო