რუსთავის ცენტრალურ პარკში თემურ ყაზარაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

მსოფლიო ჩემპიონის, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისა და ოლიმპიური კატეგორიის რეფერის, თემურ ყაზარაშვილის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რუსთავის ცენტრალურ პარკში, მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავის მერია ავრცელებს.

ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ღონისძიებას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის, ჭიდაობის ფედერაციის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, ვეტერანი სპორტსმენები, მოჭიდავეები, თემურ ყაზარაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ორგანიზატორი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაა. როგორც რუსთავის მერიაში განმარტავენ, ქალაქის ხელმძღვანელობის ინიციატივითა და ორგანიზებით, 6-7 დეკემბერს, რუსთავში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში თემურ ყაზარაშვილის სახელობის ტრადიციული ტურნირიც ჩატარდა.

„თემურ ყაზარაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი ღირსეული თაობა გაზარდა, მე ვფიქრობ, რომ თითოეულმა ადამიანმა უნდა დააფასოს და მომავალმა თაობამ პატივი სცეს, მიბაძოს მას, რადგან შრომით მოდის ყველაფერი და ფასდება. ეს ღირსებები ამ ადამიანს ნამდვილად აქვს, ჩვენც ამაყები ვართ, რომ დღეს ბატონ თემურ ყაზარაშვილს გავუხსენით ვარსკვლავი“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, თემურ ყაზარაშვილს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დღეს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა. უმაღლესი სპორტული ჯილდო მას სამინისტროს სახელით, შალვა გოგალაძემ გადასცა. თემურ ყაზარაშვილი, სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამაც დააჯილდოვა.

„პირველ რიგში, ემოციებით ვარ სავსე. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ნებისმიერ ადამიანს, ის წარმატებულია თუ ნაკლებად წარმატებული, ღვაწლს რომ უფასებენ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დღევანდელი დღისთვის რუსთავის მერიას, სპორტის სამსხურს და ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებაში. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღეა. მსოფლიო ჩემპიონობა, მსოფლიო ჩემპიონობაა, მაგრამ წლები, რომ გადის, შენს ღვაწლს თუ შემოქმედებას, რომ აფასებს ქალაქი და ხალხი, ეს დიდი ბედნიერებაა დამერწმუნეთ“, - განაცხადა თემურ ყაზარაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო