თბილისში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-8 ყოველწლიური სესია - „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები“ დაიწყო

თბილისში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიური სესია - „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები“ დაიწყო.

დღევანდელი სესიის ფარგლებში ოთხი საკომიტეტო შეხვედრა გაიმართება.

ამასთან, რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შეხვედრაცაა დაგეგმილი.

საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას ევროპარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების წევრები იღებენ.

სესიის ფარგლებში, ენერგო უსაფრთხოების, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების, ასევე ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმსჯელებენ.

სესია 8-დან 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა