რომან კაკულია - ევრონესტის თბილისში ჩატარება ძალიან დიდი პოლიტიკური ნაბიჯია

დღევანდელ შეხვედრაზე, შეჯერდა ყველა ის რეზოლუცია, რომელიც ამ ეტაპზე იქნება კომიტეტებზე და ჩამოვყალიბდით, თუ როგორ ვიმუშავებთ კომიტეტებში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიურ სესიაზე - „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები“ საუბრისას განაცხადა, რომელსაც თბილისი დღეიდან მასპინძლობს.

მისი შეფასებით, ევრონესტის თბილისში ჩატარება დიდი პოლიტიკური ნაბიჯია.

"ჩვენი ქვეყნის განვითარების ევროპული ალტერნატივის ერთადერთ დადასტურებად, შეიძლება სწორედ ეს ფაქტი მივიჩნიოთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია. აქ ძალიან მნიშვნელოვანი 4 კომიტეტი იმუშავებს: ენერგეტიკა, ეკონომიკა, სოციალური და პოლიტიკური. ამ ფორმატებში სწორედ ისეთი ტიპის რეზოლუციების მიღება და გაჟღერება ხდება, რომლებშიც ამ მიმართულებებში, დღეისათვის არსებული პრობლემატიკა არის დასახული. დაისახება ამ პრობლემების მოგვარების ერთობლივი მიზნები. ამიტომ ევრონესტის თბილისში ჩატარება ძალიან დიდი პოლიტიკური ნაბიჯია. დასტური იმისა, რომ შეუქცევადი და უდიდესი პრიორიტეტია ქვეყნისთვის ევროინტეგრაცია. ხოლო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას კი სწორედ ამ კომიტეტებში წარმოქმნილი საკითხები და რეზოლუციები იძლევა", - განაცხადა კაკულიამ.

კითხვაზე როგორ ასრულებს საქართველო იმ დღის წესრიგს, რომელიც მას აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობასთან, კაკულიამ განაცხადა, რომ ბევრი მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს