კახა კალაძე - ხელისუფლებასა და ოპოზიცის შორის, რამდენად კრიტიკულადაც არ უნდა იყვნენ ისინი განწყობილნი, დიალოგი აუცილებელია

ელჩებიც და ოპოზიციის ლიდერებიც დარწმუნდნენ, რომ ე.წ. გერმანული მოდელის შემოღება კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების გარეშე, შეუძლებელია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წევრებს შორის უკვე გამართულ და დღეს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო სისტემა ვერ შეიცვლება, არსებულ შერეულ სისტემაში გარკვეული ცვლილებებია შესატანი, რის თაობაზეც ხელისუფლება დიალოგისთვის მზადაა.

„შეხვედრაზე ელჩებიც და ოპოზიციის ლიდერებიც დარწმუნდნენ, რომ ე.წ. გერმანული მოდელის შემოღება კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების გარეშე შეუძლებელია. თუმცა არსებულ შერეულ სისტემაში გვაქვს განსახორციელებელი გარკვეული ცვლილებები და ამასთან დაკავშირებით, მზად ვართ შეხვედრისთვის, დიალოგისთვის. მე მგონია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რამდენად კრიტიკულადაც არ უნდა იყვნენ ისინი განწყობილნი, დიალოგი აუცილებელია.

რაც შეეხება იმას, თუ რაზე იქნება საუბარი დღევანდელ შეხვედრაზე, თუ არის რაიმე ალტერნატივა არსებულ საარჩევნო სისტემაში, რომელიც, ამავე დროს, დემოკრატიულია და პრობლემას არ წარმოადგენს. ის არის ბევრ განვითარებულ ქვეყანაში“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით დღეს მეორე შეხვედრას გამართავენ. განხილვის მთავარი საკითხი კვლავ საარჩევნო სისტემა იქნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა