ბათუმში მოძრაობა "ლელოს" ლიდერები მხარდამჭერებს ხვდებიან

ბათუმში მოძრაობა "ლელოს" ლიდერები მხარდამჭერებს ხვდებიან. როგორც "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, შეკრებილებთან ქვეყანაში მიმდინარე პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ. მისი თქმით, აჭარაში სამოქალაქო მოძრაობა "ლელოს" ოფისი უახლოეს პერიოდში გაიხსნება და თანაგუნდელებით დაკომპლექტდება.

"ჩვენს გუნდში ის ხალხი იქნება, ვინც ყველაზე კარგად გამოხატავს აჭარის ამომრჩევლის, მოსახლეობის პრობლემებს,"- განაცხადა ხაზარაძემ.

ბადრი ჯაფარიძის თქმით კი, აჭარაში ტურიზმის განვითარება სხვა დარგებთან ერთად მნიშვნელოვანია.

"აჭარაში, ჩემი აზრით, არის ქაოტური განვითარება. არ არსებობს გრძელვადიანი ხედვა, როგორ გამოვიყენოთ ეს უნიკალური პოტენციალი. ამ მხრივ საინტერესო პროგრამა გვექნება მოსახლეობისთვის. სამუშაო ძალიან საინტერესო გვექნება, მთავარია, მივიღოთ ის მხარდაჭერა, რომელიც არჩევნებში გვჭირდება,"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს