სამედიცინი ფაკულტეტების სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსკენ მსვლელობას აწყობენ

სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსგან რეზიდენტების საკვალიფიკაციო გამოცდაზე თანხის დაწესებისა და 520-ე დადგენილების გაუქმებას მოითხოვენ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში დაფინანსების განახევრებას გულისხმობს.

თეთრი ხალათებითა და ლოზუნგით - “ნუ გამხდი ხალათს”, სტუდენტები, ჯანდაცვის სამინისტროსკენ მსვლელობას აწყობენ, სადაც აქცია-პერფორმანსის გამართვას გეგმავენ. აქტივისტებს ხელში ტრანსფარენტები უჭირავთ წარწერებით: “ნუ გვევაჭრებით”, “ნუ გადაარჩენ მათ საფულეს”, “ნუ გამაქცევ”.

როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა ნიკა ავალიანმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, მათი მოთხოვნაა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ 586-ე და 520-ე დადგენილებები გააუქმოს.

“მოთხოვნა გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ, 586-ე და 520-ე დადგენილების გაუქმება. 586-ე გულისხმობს რეზიდენტების და რეზიდენტობის შემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდებზე გადასახადის დაწესებას, რომელიც მოიცავს 80 და 120 ლარს. 520-ე დადგენილება კი გულისხმობს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში რეფორმას, რომელიც ანახევრებს თანხებს. მაგალითად, კარდიოლოგიურ პაციენტებს სახელმწიფო თუ აფინანსებდა ვთქვათ, 15 ათასით, ახლა 8 ათასით დააფინანსებს. ეს იწვევს იმას, რომ კლინიკებში მცირდება სამუშაო ადგილები რადგან რამდენიმე კლინიკაში უკვე გაათავისუფლეს უმცროსი ექიმები. ასევე, იწვევს იმას, რომ მოსახლეობა გადახდისუნარიანობას კარგავს”,- განაცხადა სტუდენტმა.

იხილეთ ვიდეო

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე