რუსთავში მოძრაობა „გავიგუდეთ“ წევრები მეორადი ზეთის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას აპროტესტებენ

სამოქალაქო მოძრაობა "გავიგუდეთ" წევრები და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები დავით გარეჯის ქუჩაზე მეორადი ზეთის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული საწარმოები გარემოს სისტემატურად აბინძურებენ და კიდევ ერთი ახალი საწარმოს დასახლებული პუნქტიდან 300 მეტრში აშენება, ყოვლად დაუშვებელია.

"ახალი სამუშაო ადგილების შექმნა კარგია, მაგრამ ზეთის გადამამუშავებელი ქარხნის ამ ტერიტორიაზე აშენება არ შეიძლება. მივმართავთ რუსთავის საკრებულოს, შეცვალოს ეს გადაწყვეტილება. თუ საწარმოს აშენება უნდათ, ქალაქისგან მოშორებით, მაგალითად ყოფილი ქიმბოჭკოს ტერიტორიაზე ააშენონ", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში სამოქალაქო მოძრაობა "გავიგუდეთ" აქტივისტმა ნიკოლოზ მუსერიძემ.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია