პატრიარქმა ჭიათურის და საჩხერის, ასევე მარგვეთისა და უბისის ეპარქიების სასულიერო პირები დააჯილდოვა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჭიათურის და საჩხერის, ასევე მარგვეთისა და უბისის ეპარქიების სასულიერო პირები დააჯილდოვა. დაჯილდოვება სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ გაიმართა. ჭიათურის და საჩხერის ეპარქიაში მღვდელი გაბრიელ ვაშაძე აყვანილია დეკანოზის ხარისხში. მღვდელი ნიკოლოზ მაჭარაშვილი დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში. მღვდელი მიქაელ ბიწაძე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და აყვანილია დეკანოზის ხარისხში. მღვდელი გიორგი გოგოლაშვილი დააჯილდოვეს ოქროს ჯვრით და აიყვანეს დეკანოზის ხარისხში. მღვდელი ზურაბ გველესიანი ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და აყვანილია დეკანოზის ხარისხში. მღვდელი გიორგი გოგესაშვილი ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და აყვანილია დეკანოზის ხარისხში. მღვდელი ლევან კაციტაძე ასევე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და აყვანილია დეკანოზის ხარისხში.

რაც შეეხება მარგვეთისა და უბისის ეპარქიის სამღვდელოებას, იღუმენი იაკობ ჭოხონელიძე აიყვანეს არქიმანდრიტის ხარისხში და დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით. დეკანოზი გიორგი რევიშვილი დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით. დეკანოზი ნოე კილაძე ასევე დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით. დეკანოზი სიმონ მჭედლიძე დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. მღვდელი თომა ლაცაბიძე დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში. მღვდელი პავლე ცერცვაძე ასევე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და აყვანილია დეკანოზის ხარისხში. მღვდელმონაზონი პეტრე კორტანიძე დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და აყვანილია იღუმენის ხარისხში.

დღეს მისმა უწმინდესობამ ეპარქიების სამღვდელოების დაჯილდოვების შემდეგ მრევლიც დალოცა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა