გუგული მაღრაძე - სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის რაღაც შეუთანხმებლობა ძალიან ნორმალური პროცესი და დემოკრატიის ძალიან მაღალი დონის მაჩვენებელია

ის, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის რაღაც შეუთანხმებლობა ხანდახან არის ხოლმე ქვეყანაში, ეს ძალიან ნორმალური პროცესი და პირიქით, დემოკრატიის ძალიან მაღალი დონის მაჩვენებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ განუცხადა.

მაღრაძის განცხადებით, ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია და აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას შორის საქართველო, მის მიერ გატარებული რეფორმებით ყველაზე წარმატებულია.

"დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ ევროპასთან კოორდინაციაში და ევროპასთან კავშირში ეს სისტემა თამაშობს ძალიან დიდ როლს. ყველა ევროპული სტრუქტურა აღნიშნავს, რომ საქართველო ყველაზე წარმატებულია ამ 6 ქვეყანას შორის ყველა იმ რეფორმით, რომელიც მას გაუტარებია და რამაც ის ძალიან დაახლოა ევროპას შინაარსობრივი და ფორმალური მხარითაც. ევრონესტის შეხვედრებზე იყო არჩევნების მიმოხილვა ამ რეგიონში. ყველა ქვეყნის არჩევნებზე იყო გარკვეული პოზიტივები, შენიშვნები და გამოწვევები, რაც თითოეული ქვეყნის საარჩევნო სისტემაში გამოიხატა.

ყველა კონფლიქტი ბოლოს მთავრდება იმით, რომ მოწინააღმდეგე მხარე სხდება მაგიდასთან და ეძებენ გამოსავალს. მთავარია, რომ იყოს რეალისტური პოზიციები და რეალისტური პოზიციების შეჯერებაზე ვიფიქროთ, არც ერთ და არც მეორე მხარეს არ უნდა ჰქონდეს არარეალისტური მოლოდინები და ვარაუდები. უნდა შევჯერდეთ ისეთ ვარიანტზე, რომ ქვეყანაში დაწყნარდეს სიტუაცია და ყველა ადამიანს ჰქონდეს იმის განცდა, რომ ცხოვრობს ქვეყანაში, სადაც რაიმე განსაცდელი მომავალში არ ემუქრება. ქვეყნის დემოკრატიულ სახეს განაპირობებს ძალიან ბევრი კომპონენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ძალიან დიდი წარმატებები გვაქვს და ასე უცებ არ ხდება, რომ ერთი მომენტის გამო რამე შეიერყეს.

ჩვენ ძალიან მყარი პოზიციები გვაქვს ევროპულ სტრუქტურებში იმიტომ, რომ დემოკრატიზაციის დონე, გამოხატვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება, საჯარო რეფორმები გვაძლევს იმის გარანტიას ვთქვათ, რომ ჩვენ ძალიან მყარი პოზიციები გვაქვს დემოკრატიული განვითარების გზაზე და ის, რომ რაღაც შეუთანხმებლობა ხანდახან არის ხოლმე ქვეყანაში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის ეს არის ძალიან ნორმალური პროცესი და პირიქით დემოკრატიის ძალიან მაღალი დონის მაჩვენებელი," - განაცხადა გუგული მაღრაძემ

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე