რუსთავში, აქციის მონაწილეებს ქვემო ქართლის გუბერნატორი და ქალაქის მერი შეხვდნენ

რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებთან, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მივიდნენ. მხარისა და ქალაქის პირველმა პირებმა აქციის მონაწილეების მოთხოვნები მოისმინეს.

როგორც აქციის მონაწილეებს, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა, ქარხნის მშენებლობაზე პროექტი ჯერ არ წარმოუდგენია ინვესტორს და მშენებლობის ნებართვა შესაბამისად, ჯერ გაცემული არ არის. მისი თქმით, მშენებლობის ნებართვის გაცემამდე უნდა მოხდეს გარემოზე ზემოქმედების შემსწავლელი დასკვნის საჯარო განხილვა, რაც შეეხება სხვა საწარმოების მიერ გარემოს დაბინძურებას, ამაზე ქალაქის ხელისუფლება აქტიურად მუშაობს.

,,ეს მოთხოვნები ქალაქის მოსახლეობას დიდი ხანია რაც აქვს, თვითმმართველობა აქტიურადაა ჩართული ამ პრობლემის გადაჭრაში. კონკრეტულად ამ საწარმოს მშენებლობას რაც შეეხება, დამტკიცებულია მხოლოდ სანებართვო პირობები და უნდა მოხდეს საჯარო განხილვა", - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

დავით გარეჯის ქუჩაზე ,,გავიგუდეთ" აქტივისტები მოსახლეობასთან ერთად საპროტესტო აქციას მართავენ, ისინი მეორადი ზეთის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ დასახლებულ პუნქტთან ახლოს მსგავსი ქარხანა არ უნდა აშენდეს.

იოსებ ბარათაშვილი - ახლა მთავარია, გამოძიებამ უტყუარად დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ