კახა კუკავა ევროპარლამენტის დეპუტატ ტიერი მარიანის შეხვდა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ევროპარლამენტის დეპუტატს, ტიერი მარიანის შეხვდა, რომელიც საფრანგეთის „ეროვნული ფრონტის“ ლიდერის, მარინ ლე პენის თანამებრძოლია. ტიერი მარიანი თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში იღებს მონაწილეობას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, კახა კუკავამ და ევროპარლამენტის დეპუტატმა ისაუბრეს, როგორც „თავისუფალი საქართველოს“ და „ეროვნული ფრონტის“ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, ასევე, საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე.

კახა კუკავამ ფრანგ სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ბანდ-ფორმირებების შესახებ, რომლებიც ეწევიან ძალადობას თბილისის ქუჩებში და პირადად ბიძინა ივანიშვილის მფარველობით სარგებლობენ. უცხოელ სტუმარს გადაეცა შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალაც.

მხარეთა შეთანხმების შედეგად დიალოგი ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება და შესაბამისი ინფორმაცია საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა