გრიგოლ ვაშაძე - მმართველი გუნდი ვერ უძლებს საზოგადოებისა და სტრატეგიული მოკავშირეების წნეხს და ოპოზიციასთან შეხვედრებს ამიტომ მართავს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მმართველ გუნდთან დღევანდელი შეხვედრისგან კარდინალურ ცვლილებებს არ ელოდება. როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მმართველი გუნდი ვერ უძლებს საზოგადოებისა და სტრატეგიული მოკავშირეების წნეხს და ოპოზიციასთან შეხვედრებს ამიტომ მართავს.

"პირველი რაუნდი, თქვენ იცით, ტანჯვა-წამება იყო. მათ პასუხი არ აქვთ გასაცემი ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის.მათ არ იციან, რატომ არიან ამ შეხვედრაზე, გარდა იმისა, რომ ისინი ვერ უძლებენ საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების წნეხს. რომ გითხრათ, რომ ოპტიმიზმით ვარ განმსჭვალული და ველოდები კარდინალურ და რევოლუციურ გარღვევებს, არა. ჩემი დიდი ვარაუდით, არაფერი სერიოზულით მოსული არ იქნება ხელისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე ბუკ-ნაღარა იქნებოდა მასმედიის საშუალებაში",- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, სასტუმრო "შერატონში" მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრის მეორე რაუნდი იმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა