ნინო ბურჯანაძე - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მაქსიმალურად იყო ზოგიერთების მხრიდან მცდელობა, უარი გვეთქვა დისკუსიის გაგრძელებაზე

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება მზად არ არის ოპოზიციის მიერ შეთავაზებული საარჩევნო მოდელი ერთიანად განიხილოს, ამ ინიციატივაზე ნაწილ-ნაწილ მსჯელობა მოხდება.

როგორც ბურჯანაძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს გამართულ შეხვედრაზე იყო მცდელობა, რომ ოპოზიციას დისკუსიაზე უარი ეთქვა, თუმცა, მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას არ მისცემენ უფლებას, რომ მათ არაკოსტრუქციულობა დაბრალდეთ.

„მნიშვნელოვანია, რომ დღეს ძალიან სერიოზულ თემებზე იყო საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ დისკუსია გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მაქსიმალურად იყო ზოგიერთების მხრიდან მცდელობა, რომ ჩვენ უარი გვეთქვა დისკუსიის გაგრძელებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტი და საბრძოლველი თემა არის პროპორციული სისტემა, გერმანული მოდელი. თუმცა თქვენ იცით, რომ ეს მოდელი ორი ნაწილისგან შედგება და ვინაიდან ერთიანად ამაზე მსჯელობისთვის ხელისუფლება არა არის მზად და იყო შემოთავაზება დიპლომატების მხრიდან, რომ ნაწილ-ნაწილ ვიმსჯელოთ ამ თემაზე, ჩვენ გავაგრძელეთ დისკუსია. არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ არავის ნებას, რომ ჩვენ დაგვბრალდეს არაკოსტრუქციულობა და დისკუსიის ჩაშლა. ამასთანავე, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოკლე ხანში მოვა დასკვნები გერმანული მოდელის კონსტრიტუციურობასთან დაკავშირებით. მე პირადად ამაში ეჭვი არ მეპარება. ასე რომ ჩვენს ხელთ არსებული არგუმენტები კიდევ უფრო გამყარდება“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც მის მოსკოვში ვიზიტს ეხებოდა, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ „ამ საკითხზე პოლიტიკოსებს შორის შეკითხვები არ გაჩენილა“.

„როგორც ხედვათ, ოპოზიცია ერთიანია. პოლიტიკოსებს შორის შეკითხვები არ გაჩენილა და ემოციურ განცხადებებზე მე ნუ გამაკეთებინებთ განცხადებებს“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა