ზუგდიდის და კასოლა დი ნაპოლის მერები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ზუგდიდისა და კასოლა დი ნაპოლის მერები მრავალმხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ზუგდიდის მერი კასოლა დი ნაპოლის მერთან ერთად საგანმანათლებლო დაწესებულებებს ესტუმრა.

როგორც ზუგდიდის მერიიდან „ინსტერპრესნიუსს“ აცნობეს, მხარეები შეთანხმდენ გაცვლითი პროგრამების შექმნაზე და ისაუბრეს ახალგაზრდების დაახლოვების მნიშვნელობაზე, მათი სხვადასხვა პროექტებში ჩართვის გზით.

ზუგდიდის მერი ახალგაზრდებს ზუგდიდსა და საქართველოზე ესაუბრა და მათ კითხვებს უპასუხა.

ვიზიტის ფარგლებში მერი ესტუმრა სხვადასხვა სახის საწარმოებს და შეხვდა იტალიელ მეწარმეებს.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, შეხვედრებზე გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, საუბარი შეეხო ადგილობრივ მეწარმეებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განვითარების პერსპექტივებს.

მერი ესტუმრა ღვინის, ყველის, იტალიური პასტისა და ხორცის საწარმოებს. ასევე დაათვალიერა ტურისტული ობიექტები და ორგანიზაციები.

მასპინძელ მხარეს მერმა ზუგდიდისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობა შესთავაზა.

ზუგდიდის მერიის ცნობით, მერი ეწვია კასოლა დი ნაპოლისა და მიმდებარე ქალაქების ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობასა და წყალმომარაგების კომპანიის ოფისს, სადაც დეტალურად ისაუბრეს თანამედროვე სისტემების დანარგვასა და გამოცდილების გაზიარებაზე.

კასოლა დი ნაპოლის მერისა და ადგილობრივი ხელისუფლების საპასუხო ვიზიტი ზუგდიდში 2020 წლის მაისისთვის იგეგმება.

მხარეების შეთანხმებით 2020 წლის მაისის თვეში ქალაქებს შორის დამეგობრების მემორანდუმს მოეწერება ხელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა