თურქეთის პოლიციამ დაშალა აქცია, სადაც ქალთა მიმართ ძალადობას აპროტესტებდნენ

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში მიმდინარე აქცია დაშალა, სადაც ასობით ქალი ქალთა მიმართ ძალადობას აპროტესტებდა.

ქალთა ჯგუფი ძალადობას სიმღერით „მოძალადე შენს გზაზე“ აპროტესტებდა. სიმღერა, რომელიც პირველად ჩილეში გამართულ საპროტესტო აქციაზე იმღერეს, მთელ მსოფლიოში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. სიმღერა სახელმწიფოს აკრიტიკებს უმოქმედობის გამო ტექსტით, „შენ თავად ხარ სექსუალური მოძალადე“.

მედიის ცნობით, სწორედ აღნიშნული სიმღერის დროს გამოიყენა სტამბოლის პოლიციამ დემონსტრანტების წინაღმდეგ ცრემლსადენი გაზი. დაკავებულია რამდენიმე მომიტინგე.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ქალთა მიმართ ძალადობა თურქეთში დიდ პრობლემას წარმოადგენს. „ჩვენ შევაჩერებთ ფემიციდს“ პლატფორმის მონაცემებით, ქვეყანაში მხოლოდ გასულ წელს გენდერული ნიშნით ძალადობის დროს 440 ქალი მოკლეს, მათ შორის უმეტესობა მათმა ქმრებმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა