ადგილობრივი მოსახლეობა დღეს პანკისის ხეობაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე და ჰესების მშენებლობის საკითხზე იმსჯელებს

პანკისის ხეობის მოსახლეობა დღეს სოფელ ჯოყოლოში შეიკრიბება. ადგილობრივები ხეობაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ და მხარებს შორის კონფლიქტის მოგვარების გზეზე იმსჯელებენ.

ძირითადი საკითხი კი 27 ნოემბერს მომხდარი დაპირიპირება და ჰესების თემა იქნება.

ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მოლაპარაკების შემდეგ მთავრობის სახელზე ოფიციალური მიმართვაც გაავრცელონ და ასევე უხუცესთა საბჭოს ახალი წევრები აირჩიონ.

„დღეს სამ საათზე უნდა შევიკრიბოთ ხეობის მოსახლეობის დიდი ნაწილი. მხოლოდ ისინი არ მოვლენ, ვინც ჰესების აშენების მომხრეა. ჩვენ განვიხილათ ბოლოს მომხდარ მკვლელობას და მასთან დაკავშირებულ მიზეზებს. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს აზრს, რომ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი ვართ", - განაცხადა სოფელ ჯოყოლოს იმმამა.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში დაპირისპირება 27 ნოემბერს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად 37 წლის ვისო მუთოშვილი დაიღუპა, ორი მამაკაცი კი მძიმედ დაიჭრა. მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არბი ქავთარაშვილს და რუსლან ხანგოშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს