დავით უსუფაშვილი - ხელისუფლება თუ მოგვიტანს უკეთეს მოდელს, ვიდრე ჩვენ შევთავაზეთ, გერმანულზე და ავსტრალიურზე ჯვარი კი არ გვაქვს დაწერილი

ჩვენ გვინდა სამართლიანი არჩევნები. ამის მიღწევის საშუალებად ხელისუფლება თუ მოგვიტანს უკეთეს მოდელს, ვიდრე ჩვენ შევთავაზეთ, ჩვენ გერმანულზე და ავსტრალიურზე ჯვარი კი არ გვაქვს დაწერილი, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ განუცხადა, აპირებს თუ არა ოპოზიცია გარკვეულ დათმობაზე წასვლას.

უსუფაშვილის თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილების პროცესში პროგრესია და თუ რამდენიმე კვირის წინ მმართველი გუნდი ამ საკითხს არც კი განიხილავდა, ახლა ოპოზიციის შეთავაზებული ინიციატივის განხილვას აპირებენ.

„ჩვენ გვინდა სამართლიანი არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფს პროპორციულ წარმომადგენლობას პარლამენტში. ამის მიღწევის საშუალებად ხელისუფლება თუ მოგვიტანს უკეთეს მოდელს, ვიდრე ჩვენ შევთავაზეთ, ჩვენ გერმანულზე და ავსტრალიურზე ჯვარი კი არ გვაქვს დაწერილი. ამიტომ პროცესი გრძელდება. დააკვირდით დინამიკას. 3 კვირის წინ ხელისუფლება ამბობდა, რომ მორჩა, დაიხურა ყველაფერი, შეუძლებელია ამაზე ლაპარაკი. ორი კვირის წინ დაჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან, ოღონდ თქვა, რომ არ წავიკითხავ, იმიტომ, რომ არაკოსტიტუციურია. დღეს ამბობენ, რომ რაღაცების წაკითხვას დაიწყებენ, ამასობაში ეუთო-დან ველოდებით დასკვნებს. ამ პროცესს უნდა მივყვეთ. პროგრესი სახეზეა. სადამდე მიგვიყვანს და ოპოზიციის ბოლო გადაწყვეტილება რა იქნება, ამაზე ვერ ვისაუბრებ ახლა“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს