მიხეილ ბენიძე - პროპორციული არჩევნების საკითხზე და განსაკუთრებით, კონსენსუსის და დაპირებული პირობის შესრულებაზე, ევროპარლამენტარების გზავნილები მკაფიო იყო

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადებები. ბუნებრივია, ისინი არ ერევიან კონკრეტულ შიდა დღის წესრიგში, მაგრამ პროპორციული არჩევნების საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, კონსენსუსის და დაპირებული პირობის შესრულებაზე, მათი გზავნილები მკაფიო იყო, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო „რედისონში" განუცხადა, სადაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანმდევი ღონისძიება - „ქართული დემოკრატიის გამოწვევები და 2020 წლის არჩევნები საქართველოში“ გაიმართა.

როგორც მიხეილ ბენიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განმარტა, აქცენტები გაკეთდა იმაზე, რომ მნიშვნელოვანია პოლარიზებაზე უარის თქმა. ბენიძის თქმით, ასევე განცხადებები გაკეთდა, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესისადმი იყოს ნდობა.

„ეს არ იყო ის ფორმატი, სადაც შეთანხმებები მიიღწეოდა, მაგრამ ჩემთვის მისასალმებელია ის, რომ ძირითადად დისკუსია კონსტრუქციულ ფორმებში წარიმართა. რა თქმა უნდა, იყო აზრთა სხვადასხვაობა მნიშვნელოვან საკითხებზე. ასევე, მე მომეჩვენა, რომ არის რესურსი იმისა, რომ პოზიციები დაახლოვდეს. მათ შორის, კონკრეტულად მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების საკითხი ის საკითხია, რაზეც როგორც ჩანს, ხელისუფლების და ოპოზიციის მხრიდანაც არსებობს მზაობა, რომ ამ საკითხზე დისკუსია გაგრძელდეს. მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ სწორედ საერთაშორისო დიპლომატების მონაწილეობით შემდეგ ფორმატებში ამ საკითხებზე მსჯელობა გააგრძელონ, რაც ვფიქრობ, მისასალმებელია. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მხრიდან დავინახოთ მზაობა, რომ ეს არ იყოს არამხოლოდ კონსულტაცია კონსულტაციისათვის, არამედ კონკრეტული შედეგის მიღწევისთვის მექანიზმი იყოს და ამისათვის ბუნებრივია, საჭიროა მათი მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას“, - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

სასტუმრო „რედისონში" გამართულ ღონისძებაში მონაწილეობდნენ, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე, პარლამენტის წევრი ეკა ბესელია, „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროპარლამენტარები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა