ირაკლი კობახიძე - მოსამართლეთა 20-ვე კანდიდატი არც ერთ შემთხვევაში არ დამტკიცდება, რამდენი იქნება და ვინ, ეს ოთხშაბათისთვის გაირკვევა

სურათი ისე არის ჩამოყალიბებული, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ოცივე კანდიდატი არც ერთ შემთხვევაში არ დამტკიცდება. რამდენი იქნება და ვინ იქნება, ეს უკვე ოთხშაბათისთვის გაირკვევა, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"საკომიტეტო სხდომა შედგება,ამის შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე განვიხილავთ მოსამართლეების საკითხს და უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება სასამართლო სისტემის სათანადო განვითარებას. ეს არის ჩვენი პოზიცია", განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, როდესაც ოპონენტები ამბობებ, რომ მოსამართლეთა 20-კაციანი სიის დამტკიცებას არ დაუშვებენ, ამის ფონზე როგორ აპირებს ხელისუფლება სიის გატანას, კობახიძე პასუხობს, რომ ეს არის "კიდევ ერთი დაპირება დესტრუქციასთან დაკავშირებით".

"ოპოზიცია მუდმივად დესტრუქციაშია დარჩენილი. არ ვიცი, ამით რას მიაღწევენ. ვერაფერსაც მიაღწევენ. რეალურად, ჩვენ ვართ კონსტრუქციულ რეჟიმში და ორიენტირებული იმაზე, რომ ინსტიტუტები ამ ქვეყანაში განვითარდეს. იცით, 2012 წლის შემდეგ როგორ პროგრესს მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით, მათ შორის სასამართლოს ნაწილში", - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა