თბილისის მე-20 საერთაშორისო საიუბილეო ფესტივალი დასრულდა

თბილისის მე-20 საერთაშორისო საიუბილეო ფესტივალი დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა.

„საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა დიმიტრი ცინცაძის ფილმმა „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“, ხოლო რეჟისორმა მარი გულბიანმა მოიპოვა ჯილდო „საუკეთესო დოკუმენტური ფილმის“ კატეგორიაში ფილმისათვის „სანამ მამა დაბრუნდება".

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურეს რეჟისორებმა უტა ბერაიამ ფილმისათვის „უარყოფითი რიცხვები“ და გიორგი მრევლიშვილმა ფილმისთვის „თორმეტი გაკვეთილი“. „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის“ ჯილდო მიიღო გიორგი სიხარულიძემ ფილმისთვის „მამული".

ჟიურის სპეციალური პრიზი საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის გადაეცათ ანტონ გრიმოვსა და ალიშერ ხამიდხოჯაევს (დიმიტრი მამულიას ფილმისთვის „ბოროტმოქმედი"). საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრიზი „ადამიანის უფლებები კინოში“ გადაეცა უტა ბერიას ფილმისთვის „უარყოფითი რიცხვები". კახა ბაკურაძის თეატრი მინსკში წარადგენს უნიკალურ სპექტაკლს „ასტიგმატისტები“ .

რაც შეეხება ეროვნული კინოცენტრის კონკურსს „წერე ქართულ კინოზე", მისი გამარჯვებულები გახდნენ: გიორგი ჯავახიშვილი (I ადგილი), ლევან აბდუშელიშვილი (II ადგილი) და ზაზა ცანკაშვილი (III ადგილი). კინოწარმოებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პრომეთეს საპატიო სტატუეტი გადაეცა მექსიკელ კინორეჟისორ კარლოს რეიგადასს და ქართველ რეჟისორ ირაკლი კვირიკაძეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

წელს თბილისის კინოფესტივალმა მხოლოდ ეროვნული კონკურსი ჩაატარა. კონკურსს აფასებდა საერთაშორისო ჟიური: ულრიხ და ერიკა გრეგორები, პაბლო დე ვიტა, ნიკოლა სელი და ჰეიზერ სტიუარტი.

მაყურებლებმა ფესტივალზე იხილეს ასამდე ფილმი, რომელიც წარმოდგენილი იყო შემდეგ კატეგორიებში: „ევროპული კინოფორუმი“, „ამერიკები“, „ჰორიზონტები“, „რეჟისორი ფოკუსში“, „ქვეყანა ფოკუსში“, „ქართული პანორამა“, „აპოლო: კინომეხსიერება“ და „განსაკუთრებული კინოჩვენებები“.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს უკვე მეოცედ კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე“ საქართველოს კულტურის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, ასევე თბილისის მერიის მხარდაჭერით ატარებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა