"გაბედეს" ოთხი აქტივისტი ხვალ, მცხეთის პოლიციაში დაიბარეს

სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" ოთხი აქტივისტი: მიშა ქუმსიშვილი, ბექა ნათელაშვილი, ირაკლი ქართველიშვილი და ლევან ლელაშვილი 10 დეკემბერს, 10:00 საათზე, მცხეთის პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ "გაბედეს"ერთ-ერთმა აქტივისმა მიშა ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან განუცხადა, სადაც მათ აქცია გამართეს.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც "გაბედეს" წევრებმა მმართველი პარტის ოფისთან აქცია გამართეს, პირადად მას დაურეკა მცხეთის პოლიციის თანამშრომელმა, რომელმაც უთხრა, რომ ხვალ "გაბედეს" 4 წევრი გამოკითხვაზე უნდა დამოცხადდეს და სავარაუდოდ, ხვალვე დაინიშნება სასამართლო პროცესიც.

როგორც მიშა ქუმსიშვილმა აღნიშნა, „გაბედეს" აქტივისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ხულიგნობას და პოლიციელების მიმართ გინებას ედავებიან, "რაც არ ყოფილა და ამას ვერანაირად დაამტკიცებენ".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა