ომბუდსმენის შეფასებით, ის, რომ 20 ივნისის აქციის შემდეგ მხოლოდ აქტივისტები არიან დაკავებული და არც ერთი სამართალდამცავი პასუხისგებაში მიცემული არაა, ამ პროცესს ჩრდილს აყენებს

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ის ფაქტი, რომ 20 ივნისის აქციის შემდეგ მხოლოდ აქტივისტები არიან დაკავებული და არც ერთი სამართალდამცველი პასუხისგებაში მიცემული არაა, ამ პროცესს ჩრდილს აყენებს.

მისივე თქმით, ყველა პატიმარს ერთდროულად შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება და მათი საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინება არ მოხდა, ამიტომ, ლომჯარია ხელისუფლებას მოუწოდებს, აქტივისტების დაკავების საქმეს კიდევ ერთხელ გადახედოს.

„მე როგორც მოვისმინე, გარკვეულმა დეპუტატებმა გააკეთეს განცხადებები, რომ ეს ადამიანები არიან პატიმრობაში მათი პოლიტიკური საქმიანობის გამო. მე ვემხრობი, რომ სახელმწიფომ გადახედოს ამ ადამიანების წინასწარ პატიმრობას, ვინაიდან, ვფიქრობ, რომ აუცილებელია, გავითვალისწინოთ ის კონტექსტი, რაც ქვეყანაშია შექმნილი. ასევე გავითვალისწინოთ ისიც, რომ სამართალდამცველთაგან არც ერთი პირი არაა პასუხისგებაში მიცემული და კვლავ გრძელდება გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების ფაქტთან და არ ვიცით, რა შედეგი დადგება. ასეთ ვითარებაში, როდესაც მხოლოდ აქციის მონაწილეები არიან პატიმრობაში, ეს გარკვეულწილად ჩრდილს აყენებს ამ პროცესს.

სამწუხაროდ, თითქმის ყველა მათგანის მიმართ ერთდროულად იქნა აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული და არ იქნა გათვალისწინებული მათ მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ინდივიდუალური გარემოებები და მიმალვის საფრთხე არ იქნა რეალურად შეფასებული. ამიტომ, ხელისუფლებას მოვუწოდებ კიდევ ერთხელ, რომ გადახედონ”,- განაცხადა ლომჯარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა