აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა გაიმართა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით მე-20 სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე უძღვებოდა, პირველ საკითხად „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ (II მოსმენა) კანონის პროექტი განიხილეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კანონის პროექტის განხილვამდე რამდენიმე განცხადება გააკეთა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ ასმათ დიასამიძემ. მან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და წევრებს ელგუჯა ბაგრატიონის დაკავებასთან და მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა და პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვა.

კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“, რომელიც საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა, ბიუროს გადაწყვეტილებით, მეორე მოსმენით უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე განიხილება.

უახლოეს სხდომაზე ასევე განიხილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტი და შესაბამისი პრიორიტეტების დოკუმენტი, რომელიც ბიუროს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარუდგინა.

ბიურომ ცნობად მიიღო გიორგი რომანაძის მიერ სხდომაზე გამოტანილი აჭარის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომლის საკომიტეტო განხილვების პროცედურები დასრულდა.

საკანონმდებლო ორგანოს იურიდიული მისამართის შეცვლის გამო ცვლილება შედის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტშიც - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ» რეგლამენტის პროექტი სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა ილია ვერძაძემ წარმოადგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადა.

ბიურომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ» დადგენილების პროექტთან დაკავშირებითაც, რომელიც ბიუროს უმაღლესი საბჭოს წევრმა ნინო ჩხეტიამ წარუდგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა