იმერეთის დელეგაცია ვიზიტით პოლონეთში იმყოფება

იმერეთის დელეგაცია ვიზიტით პოლონეთში იმყოფება. დელეგაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ხელმძღვანელობს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასწავლო ვიზიტის მიზანია, პოლონელი კოლეგების მხრიდან მუნიციპალურ რევიტალიზაციასთან დაკავშირებული პროფესიული გამოცდილების გაზიარება. რაც მოიცავს, არსებული და დაგეგმილი პროექტების და რევიტალიზაციის მონიტორნგის სისტემის გაცნობას, ადგილობრივ რევიტალიზაციის ცენტრებში ვიზიტებს და სხვა აქტივობებს.

ზესტაფონის, ტყიბულის და ჭიათურის მუნიციპალიტეტების, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლების სასწავლო/სამუშაო ვიზიტი ევროკავშირის დელეგაციასა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებით განსახორციელებელი პროექტის "ადგილობრივი თანამშრომლობა იმერეთის მეორე დონის პოსტინდუსტრიული ქალაქების გამოცოცხლებისთვის" ფარგლებში ხორციელდება.

ევროკომისიამ პროექტის - "ადგილობრივი თანამშრომლობა, იმერეთის მეორე დონის პოსტინდუსტრიული ქალაქების გამოცოცხლებისთვის“ დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება 2018 წლის ბოლოს მიიღო. პროექტის ბიუჯეტი 355 ათასი ევროა.

პროექტი სამივე ქალაქის ინდუსტრიული რევიტალიზაციისთვის მნიშვნელოვან პროექტებს დააფინანსებს, რისთვისაც საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით და ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით ინდუსტრიული რევიტალიზაციის გეგმები მომზადდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს