პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილი უხუცესებს უნდობლობას უცხადებს

პანკისის ხეობაში ადგილობრივებს შორის შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკება სოფელ ჯოყოლოს მეჩეთთან შედგა, სადაც ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს.

დღეს იმსჯელეს ორ ძირითად საკითხზე: 27 ნოემბერს მომხდარი დაპირისპირების მოტივზე და უხუცესების უნდობლის თემაზე.

მათი თქმით, უხუცესთა საბჭოს წევრები დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ, რის გამოც ხეობა მათ უნდობლობას უცხადებს და ახალი წევრების არჩევის საკითხს აყენებს.

„ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა. ჩვენ განვიხილეთ მკვლელობის მოტივი და ჰესების თემა. მოკლულის ოჯახმა და გვარის წარმომადგენლებმა განგვიმარტეს, თუ რა მოხდა შემთხვევის დროს. დღეს ასევე განვიხილეთ უხუცესების ლეგიტიმაციის საკითხი. ჩვენ ვფიქრობთ დღეს ხეობას არ ჰყავს უხუცესთა საბჭო. ისინი მშვიდობიანად ვერ აგვარებენ პრობლემებს. ამიტომ ყველა გვარის წარმომადგენელს ხელახლა ავირჩევთ. უახლოეს პერიოდში იქნება მსგავსი შეხვედრა, სადაც უფრო დეტალურად მოხდება ამ საკითხების განხილვა. იყო ასევე, დაპირისპირებულ გვარებს შორის შერიგების საკითხი, რასაც შემდეგ შეხვედრებზე უფრო დეტალურად განვიხილავთ“, - განაცხადეს ადგილობრივებმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა