ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ 4 რეზოლუცია  და 2 მიმართვა დაამტკიცა, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე კი განცხადება გავრცელდება

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მერვე ყოველწლიურ სესიაზე 4 რეზოლუციას და 2 მიმართვას კენჭი უყარეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. რეზოლუციები კომიტეტებმა წარადგინა და ეხებოდა საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას, ენერგეტიკას, ციფრულ ეკონომიკას და განათლებას.

როგორც კენჭისყრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ განუცხადა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის მოთხოვნას, რეზოლუციაში ასახულიყო, რომ ქვეყანაში კრიზისი გამოიწვია მმართველი გუნდის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების თაობაზე.

ამასთან, მაღრაძის განმარტებით, საპარლამენტო ზედამხედველობის რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ ევრონესტში შემავალმა ყველა ქვეყანამ უნდა გააძლიეროს საპარლამენტო ზედამხედველობა.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხს, მაღრაძის თქმით, არც ეს რეზოლუცია გავიდა.

"აღნიშნეს, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი მაღალია ევრონესტის ქვეყნებში. ამიტომ ამაზე ხაზგასმა არ არის საჭირო. რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრებს, ითქვა, რომ ისინი არავის უღიარებია პოლიტიკურ პატიმრებად, ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც დაარღვიეს კანონი და ადმინისტრაციულ სასჯელს იხდიან. ასე რომ, ევრონესტის ასამბლეამ არ გაიზიარა არც ეს რეზოლუცია, რომელიც ჩვენმა ოპოზიციამ და მათმა პარტნიორმა ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა შეიტანა",- განაცხადა მაღრაძემ.

რაც შეეხება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს, როგორც მაღრაძე აცხადებს, ის ასამბლეის ბიურომ განიხილა, პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა და ევრონესტის მასალებში აისახება.

"ეს განცხადება გავრცელდება როგორც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის განცხადება. რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, ამას ასამბლეა არ დაეთანხმა რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არ არის ევრონესტის განსახილველი საკითხი და სასამართლომ უნდა განიხილოს",- განაცხდა მაღრაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე