ივანე  მაჭავარიანი - დღეს საბაჟო სერვისების 100 პროცენტი ელექტრონული წესით მიეწოდება გადამხდელს

დღეს საბაჟო სერვისების 100 პროცენტი ელექტრონული წესით მიეწოდება გადამხდელს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, პრეზენტაციაზე მინისტრმა განაცხადა, რომ საბაჟო სერვისების გაუმჯობესება, მათ შორის, ელექტრონული სერვისების მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა, ამარტივებს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტების საბაჟო პროცედურებს.

„სერვისების ნაწილში, დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბაჟო სერვისების 100 პროცენტი ელექტრონული წესით მიეწოდება გადამხდელს და ამ კუთხით, ძალიან ვუახლოვდებით „ციფრული საბაჟოს“ კონცეფციას“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, წელს, პირველად გახდა შესაძლებელი საბაჟოზე საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით წარმოდგენა, რაც ამარტივებს საბაჟო ადმინისტრირებას გადამხდელებისთვის და კიდევ უფრო დაცულს ხდის ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა