სერგი კაპანაძე - ევროპარლამენტარები არიან შეშფოთებულები ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობით, ეს ბევრჯერ დადასტურდა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, ევრონესტის ასამბლეამ ქვეყნის კრიზისიდან გამოსავალს მხარი დაუჭირა და მმართველ გუნდს მოუწოდა ოპოზიციასთან დიალოგში ჩაერთოს.

როგორც სერგი კაპანაძემ ასამბლეის მიერ რეზოლუციების პროექტებზე კენჭისყრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რეზოლუციის ტექსტში აისახა, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის იყოს კონსენსუსი და ფართო ჩართულობა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით.

„დღეს ევრონესტმა რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღო მათ შორის არის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავშირებით მიღებული განცხადება. რაც შეეხება პოლიტიკური კომიტეტის მიღებულ რეზოლუციას, რომელიც ეხებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პარლამენტის როლს და ზედამხედველობას ეს არის ზოგადი ხასიათის დეკლარაცია და ეხება ყველა ქვეყანას ერთობლივად. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ევროპარლამენტარმა, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა დააყენეს სიმბოლურად კონკრეტული შეთავაზება, რომ მოწოდება გაკეთებულიყო დიალოგთან დაკავშირებით. კერძოდ, დიალოგში ჩართულიყო ხელისუფლება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. რამდენიმე ცვლილება იყო შეთავაზებული და რეზოლუციის ტექსტში აისახა, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის იყოს კონსენსუსი და ფართო ჩართულობა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. ის, რომ ევროპარლამენტარები არიან შეშფოთებულები ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობით, ეს ბევრჯერ დადასტურდა“, - განაცხადა კაპანაძემ.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ოპოზიციამ უნდა გააგრძელოს პროტესტის გამოხატვა პარალელურად კი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით იმედი უნდა გვქონდეს, რომ მივაღწევთ შეთანხმებას ჩვენს მიერ შეთავაზებულ საარჩევნო რეფორმაზე.

„საბოლოო ჯამში, ეს ფორუმიც გამოყენებული იყო ევროპარლამენტარების, ოპოზიციის და „ევროპული საქართველოს“ მხრიდან, რომ მთავარი პრობლემაზე, კრიზისზე გასმულიყო ხაზი. ამ კრიზისიდან გამოსავალი კი, დიალოგია. ჩვენ ვართ კმაყოფილი იმით, რაც ხდება დღეს ევრონესტის ფარგლებში, იმ განცხადებებით რაც კეთდება, იმ ყურადღებით რაც ამ კრიზისს ექცევა. ყველას კარგად გვესმის, რომ ის მოლაპარაკებები, რაზეც ხელისუფლება წამოვიდა საერთაშორისო ზეწოლით წამოვიდა. ამ წნეხმა და ზეწოლამ იმოქმედა. ოღონდ, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ეს საკმარისია. უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქმედებები, უნდა გავაგრძელოთ მაქსიმალურად მწვავედ, მაგრამ მშვიდობიანად იმ რეალობის გაპროტესტება, რომელშიც ივანიშვილმა ჩაგვაყენა. პარალელურად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით იმედი უნდა გვქონდეს, რომ მივაღწევთ შეთანხმებას ჩვენს მიერ შეთავაზებულ საარჩევნო რეფორმაზე“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ 4 რეზოლუცია და 2 მიმართვა დაამტკიცა, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე კი განცხადება გავრცელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა