ზუგდიდისა და წალენჯიხის სოფლების დამაკავშირებელი 10-კილომეტრიანი გზა შენდება

რუხი-რიყე-ტყაია-პალურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამშენებლო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო. ახალი გზა ერთმანეთს ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს აკავშირებს.

„ამ ეტაპზე, აღნიშნული გზის მონაკვეთზე იგება ბეტონის საფარი და ეწყობა სანიაღვრე არხები. პროექტის მიხედვით ახალი გზა 10,3 კილომეტრზე დაიგება.

რუხი-რიყე-ტყაია-პალურის დამაკავშირებელი გზა თითქმის 30 წელი ავარიულ მდგომარეობაში იყო და ადგილობრივებს გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოებს კი "პრაიმ ბეტონი" ახორციელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა