კურორტ „გოდერძის“ განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო

კურორტ „გოდერძის“ განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, ამ დროისთვის კურორტზე სრულიად ახალი საავტომობილო გზის გაყვანის ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. ახალი გზა საინვესტიციო მიწის ნაკვეთებს ერთმანეთთან დააკავშირებს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი კურორტ „გოდერძიზე“ 1320 მ ახალი საავტომობილო გზის მშენებლობას ითვალისწინებს.

ამასთან, ახალი საავტომობილო გზა კურორტზე ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. ამ ეტაპზე კურორტ „გოდერძიზე“ 150 მლნ ლარის 19 საინვესტიციო პროექტი ხორციელდება.

„ამ დროისთვის კურორტის ტერიტორიაზე მაღალი კლასის სასტუმროები, კოტეჯები, კაფეები, რესტორნები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, საკონფერენციო დარბაზები, პიაცა „გოდერძი“ შენდება. საინვესტიციო პროექტების ფარგლებში კურორტს 1300 განთავსების ადგილი დაემატება. კურორტზე 1000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა”,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი